მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს სტიქიური პროცესების პრევენციას, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საცხოვრებელი სახლების, საავტომობილო გზებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას.
წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ფერდსამაგრი კედლები 100-ზე მეტ ტერიტორიაზე აშენდება. პროექტების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
სამუშაოები ეტაპობრივად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მოიცავს იმ მონაკვეთებს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების მაღალი რისკი არსებობს. მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე იმ კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, რომლებიც ფერდსამაგრი კედლების ამოყვანაზე მუშაობენ.
თამაზ მგზავრიძე