დენის სალუქვაძე რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
By

დენის სალუქვაძე რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეინჯერებს პროფესიული დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და დაცული ტერიტორიების თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილმა მიულოცეს.

ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ რეინჯერები, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *