By
„ხორუმს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
აღნიშნულ პოზიციაზე თამარ კერვალიშვილი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა – ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარადგინეს.
თამარ კერვალიშვილი 2005 წლიდან დღემდე, მუშაობდა აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმში” ქორეოგრაფის პოზიციაზე. წლების განმავლობაში იყო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი, ასევე, აქვს რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება.
ახალი ხელმძღვანელის წარდგენას აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ანსამბლის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.