16 სოფელში სასმელი წყლის დეფიციტი დაიძლევა
შუახევის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა. თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობაა პროექტით გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე დაბა შუახევში არსებული 200 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
ბარათაულში – 100, ჭალასა და წყაროთაში – 200, გოგაძეებში 100 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარები შენდება. თერნალში, ტბეთსა და გოგაძეებში ეწყობა წყლისა და წყალარინების სისტემები, მონტაჟდება მრიცხველები.
პროექტი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი განხორციელების შემდეგ, დაბა შუახევსა და შუახევის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში: ჟანივრში, ბრილში, ზემოხევში, ბარათაულში, ვარჯანაულში, გომარდულში, ჭალაში, წყაროთაში, სხეფში, სხეფელაში, ღორექეთში, თერნალში, წანკალაურში, ტბეთში, გოგაძეებსა და კვიახიძეებში სასმელი წყლის დეფიციტი დაიძლევა.
თამაზ მგზავრიძე