By
გადასცემს თუ არა ტრამპი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას?
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინას შორის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“. მისი თქმით, საუბარია რაკეტების „ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ ვერსიაზე“.
„ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ ვერსიას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.