იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე – ჩაიტარე სკრინინგი დროულად
„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თარიღის მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბერში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მამომობილები განთავსდება აჭარის მუნიციპალიტეტებში:
12-13 ოქტომბერი – ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
15 ოქტომბერი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;
16 ოქტომბერი- ქალაქი ბათუმი;
26 ოქტომბერი – ხულოს მუნიციპალიტეტი;
27 ოქტომბერი – შუახევის მუნიციპალიტეტი;
28 ოქტომბერი – ქედის მუნიციპალიტეტი;
,,მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი (BAU)
ბაგრატიონის ქ. N143 0422 21 33 33;
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ბაგრატიონის ქ. N125
(+995) 577 65 27 66;
სკრინინგი მოიცავს: ძუძუს ფიზიოლოგიურ გასინჯვას, მამოგრაფიულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით, ციტოლოგიური კვლევა.
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობისა და გადარჩენის შესაძლებლობას“, –
აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.