თავდაცვის მინისტრი  ბაქოში საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო
By

თავდაცვის მინისტრი  ბაქოში საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ბაქოს ექსპო ცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.
ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაქოს ექსპო ცენტრში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, თავდაცვით აღჭურვილობებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერულ, რეკოგნოსცირებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო საფრენ და სახმელეთო აპარატებს.
ADEX 2026 აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. სამხედრო ინდუსტრიულ გამოფენას, რომელიც რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო,

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *