უფასო სკრინინგ-აქციები აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის რეგიონში ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით უფასო სკრინინგ-აქციები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მობილურმა სამედიცინო ჯგუფმა სკრინინგი ბათუმის სამედიცინო ცენტრში და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ჩაატარა. გამოკვლევით 150-მდე ქალმა ისარგებლა.

მობილური მამომობილის საშუალებით სკრინინგულმა მომსახურებამ ქალებს შესაძლებლობა მისცა, სამუშაო გარემოსთან ახლოს, დამატებითი გადაადგილების გარეშე ჩაეტარებინათ პრევენციული გამოკვლევები.
ანალოგიური ვიზიტები დაგეგმილია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს უფასო სკრინინგული კვლევებით.
სკრინინგ-აქციები საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით იმართება.