ორი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანსა და ბოძაურის მთაში ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის დამცავი ბადეები და დაიდგა კალათბურთის ფარები.
დასკვნით ეტაპზეა მთა ლოდიძირში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
დასკვნით ეტაპზეა მთა ლოდიძირში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
– სპორტის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება მიზნად ისახავს ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის პირობების შექმნას, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
თამაზ მგზავრიძე