რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი
By

რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე, დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დარტყმების შედეგები ქალაქის, სულ მცირე, ორ რაიონში დაფიქსირდა. ერთ რაიონში კერძო სახლი დაზიანდა, ხოლო მეორეში – მანქანები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
ლისაკის განცხადებით, თავდაპირველად ცნობილი გახდა ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მოგვიანებით კი კიდევ ერთის გარდაცვალება დადასტურდა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *