პრემიერმა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში
By

პრემიერმა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, თემაზე -დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.  მათივე ცნობით, დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მეთაურმა მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს, ლიეტუვის, რუმინეთის პრეზიდენტები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *