By
აჭარის სატყეო სააგენტოში სლოვენიელ კოლეგებს უმასპინძლეს
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, სლოვენიის სატყეო სამსახურის დელეგაცია ეწვია. ორმხრივი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა სატყეო სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და ტყის მდგრადი მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა იყო.

სააგენტოს უფროსმა ელდარ ცინცაძემ, უცხოელ კოლეგებს უწყების პრიორიტეტები, მიმდინარე რეფორმები და სამომავლო ინიციატივები წარუდგინა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აჭარის ტყეების დაცვის, აღდგენისა და ადგილობრივი ეკოსისტემების გაჯანსაღებისკენ მიმართულ პროექტებზე.

შეხვედრაზე, რომელსაც სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძეც ესწრებოდნენ, მხარეებმა სექტორში არსებულ საერთო გამოწვევებსა და სამომავლო ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე იმსჯელეს.