By
დონალდ ტრამპი – გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა
დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან პირველი სატელეფონო საუბრის დეტალები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხვდებით. პრემიერ-მინისტრს წინ დიდი სამუშაო ელის, თუმცა ის ამის შესრულებას შეძლებს და აშშ, რა თქმა უნდა, დასახმარებლად იქ იქნება. ჩვენ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის, ვაჭრობის, სამხედრო ალიანსის, ჰორმუზის სრუტის განაღმვის საკითხები და ბევრი სხვა თემა განვიხილეთ. საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა ენდი ბერნემს წარმატებები უსურვა.