დღეიდან №9 სამარშრუტო ხაზზე უფრო ტევადი ავტობუსები იმოძრავებენ
By

დღეიდან №9 სამარშრუტო ხაზზე უფრო ტევადი ავტობუსები იმოძრავებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 8-მეტრიანი ავტობუსები 10-მეტრიანი მოდელებით ჩაანაცვლა.

მგზავრთა ნაკადის ეფექტიანად მართვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციის მიზნით, №9 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი 8-მეტრიანი Isuzu Ataman-ის ავტობუსები 1-ელი ოქტომბრიდან უფრო ტევადი, 10-მეტრიანი Isuzu City Bus-ის მოდელებით ჩანაცვლდება.

№9 სამარშრუტო ხაზის მოძრაობის სქემა:

პირდაპირი მიმართულება: ქათამაძის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ბარათაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – მაჭავარიანის ქ. – ი. ჯავახიშვილის ქ. – მესხის ქ.
უკუმიმართულება: მესხის ქ. – მაჭავარიანის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – ბაგრატიონის ქ. – გრიბოედოვის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ქათამაძის ქ.

როგორც შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, ცვლილება ხაზებს შორის რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უწყების ცნობით, ავტოპარკის როტაციის ფარგლებში, 10-მეტრიანი Isuzu City Bus-ის მოდელები უკვე წარმატებით ემსახურებიან №7 და №7ა სამარშრუტო ხაზების მგზავრებსაც.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *