ექსპედიცია – ტაოს მხარეში
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები თურქეთში, ისტორიული ტაოს მხარეში სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.
ექსპედიციაში ჩართულნი იყვნენ: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნარგიზ ახვლედიანი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე და მეცნიერი თანამშრომელი კაკალა ებრალიძე.
– ველზე მუშაობისას შეგროვდა ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ტექსტები, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალები. მნიშვნელოვანია, რომ ძირძველ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიული ტაოს ზოგიერთ სოფელში ქართული სიტყვა კვლავ ისმის, თუმცა, სამწუხაროდ, მინავლებულად. იქ ხომ ქართული სიტყვა ბგერათა უბრალო შეერთება კი არა, გადარჩენილი ქართული სულია, ქართული ცნობიერებაა, – გვითხრა როინ მალაყმაძემ.
ცოტნე ცაბაძე