By
ისრაელის პრეზიდენტი ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს
ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს გმირობის ჩადენისთვის, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს იანივ ჰაიუნის, ცვიკა მანესისა და ასაფ რაჯუანის, რომლებიც კაბინაში შევარდნენ და პილოტი რომელმაც კაპიტანი სმიტ მაჩჩჰარი დაჭრა, გაანეიტრალეს.
ასევე, ჰერცოგი საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს ექიმ შოთა მუსაევს, რომელმაც მძიმედ დაჭრილ მაჩჩჰარს სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო დახმარება გაუწია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი წარმოშობით ქართველია.
ექიმი შოთა მუსაევი თელ-ავივში ჩინეთიდან ბრუნდებოდა.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი და საბოლოოდ, სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზება შევძელი“, – აღნიშნა მუსაევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.