მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდნენ
By

მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდნენ

რამდენიმე წლის წინ ცნობილი ქართველოლოგის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მშობლიურ სოფელ ტომაშეთში, ლებისაკარას უბანში სკვერი მოეწყო. წელს მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ფანჩატურის რეაბილიტაცია, ამფითეატრისა და საკოცონე  ზონის მოწყობა, ფერდსამაგრი კედლის ამოყვანა, გარე განათების სისტემის მონტაჟი, დეკორატიული ფილების დაგება,  საბაღე სკამებისა და საქანელების განთავსება.

განახლებული სკვერი სოფელ ტომაშეთში მოსახლეობისთვის დასვენებისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის განკუთვნილი თანამედროვე და კეთილმოწყობილი სივრცე იქნება.

სოფელ ტომაშეთში  მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახეველთა დელეგატი ფრიდონ ფუტკარაძე,  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *