პროგრამა წარმატებით ხორციელდება
„ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერის პირველ მოადგილე იმედა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნადიმ ვარშანიძე დოლოგანსა და პირველ მაისში საცხოვრებელი სახლების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. წელს, პროგრამის ფარგლებში, სახლი ორცვაშიც შენდება.
პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას, ინტერიერისა და გარე ფასადის კეთილმოწყობას, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 372 000 ლარი მოხმარდება.
– აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მის ფარგლებში, დღემდე, 22 ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აქ მობინადრეთა საცხოვრებელი პირობები, – თქვა მამუკა თურმანიძემ.
თამაზ მგზავრიძე