უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დონის როსტოვის საწარმოო ობიექტი იწვის
By

უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დონის როსტოვის საწარმოო ობიექტი იწვის

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დონის როსტოვში მდებარე საწარმოო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა და ხანძარი დაფიქსირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაზე“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და მისი წლიური ნედლი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე 15 მილიონი მეტრიკული ტონაა.
ამასთან, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ქალაქ დონის როსტოვზე უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. მისი თქმით, დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოო ობიექტსა და საწყობში. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა, ასევე, დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *