By
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვის №2 და ჩაისუბნის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში წესრიგდება ეზოები, საბავშვო კუთხეები. რეაბილიტაცია უტარდება შიდა ნაწილსაც – სამზარეულოს, საძინებლებს, მოსასვენებელ და სამუშაო კუთხეებს. გარდა აღნიშნული ბაღებისა, უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში კიდევ 5 ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება, რისთვისაც 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე მოადგილესთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.