შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გორაძესთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ქვემო სილეზიის სავოევოდოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საუბარი აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებს, ასევე, საპრივატიზაციო პოლიტიკას შეეხო.
პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას და რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე სტუმრებს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.