30 ახალგაზრდას  სერტიფიკატები გადაეცა
By

30 ახალგაზრდას  სერტიფიკატები გადაეცა

„საჯარო გამოსვლების დახვეწა და საკუთარი პოზიციის დაცვა ის უნარებია, რომლებიც მომავალ თაობას ძლიერი საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებაში ეხმარება“, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბანაკე ღონისძიების – „საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების ტექნიკები“ შემაჯამებელ პანელურ შეხვედრაზე.

ბანაკი, რომელშიც 18-29 წლის კონკურსით შერჩეული 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა, ბათუმში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ საჯარო გამოსვლის, არგუმენტაციისა და წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნების შესახებ, გაეცნენ აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ლიდერულ და მოლაპარაკების უნარებს.

პანელურ შეხვედრაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალგაზრდებს, საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა – პასუხისა და ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

პანელური შეხვედრის დასასრულს, ცოტნე ანანიძემ და მაია ხაჯიშვილმა პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *