ნეთანიაჰუ: ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია…
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებელია. მისი განმარტებით, ისრაელი და აშშ მთელ დასავლურ ცივილიზაციას იცავენ.
„მსოფლიოს ისრაელის მტკიცე ნების ესმის, რომ მან საკუთარი თავი და კაცობრიობა ბარბაროსული ფანატიზმისგან დაიცვას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელს არ ჩაუთრევია.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული ჩემი მოსაზრება, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს, 7 ოქტომბრის შედეგებმა გაამყარა. ირანში შედეგები საოცარი იქნება. თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის ცვლილება!) გონიერები არიან, მაშინ ირანს შესანიშნავი და აყვავებული მომავალი ექნება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. აშშ-ის პრეზიდენტმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, ცეცხლის შეწყვეტის ვადა გაახანგრძლივოს.
„ვაშინგტონის დროით, ვადა ოთხშაბათს საღამოს იწურება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავახანგრძლივებ“, – აღნიშნა ტრამპმა.